logo
ENG



პუტინი ტერორისტ თალიბებს ტერორიზმთან ბრძოლაში "მოკავშირეებს" უწოდებს

04 ივლ 202421:42
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/04/seop4s1ldcuab22.jpg

ვლადიმირ პუტინმა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა თალიბანს ტერორიზმთან ბრძოლაში "მოკავშირეები" უწოდა. თალიბანი ბევრ ქვეყანაში ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული და მას არაერთი ტერორისტული აქტი უკავშირდება.

პუტინი ასტანაში ჟურნალისტების კითხვებს სცემდა პასუხს და მას არაფერი უთქვამს იმაზე, რომ აღნიშნული მოძრაობა რუსეთში აკრძალულია, რადგან ტერორისტული ორგანიზაციების სიაშია შეყვანილი.

"ზოგადად, უნდა ამოვიდეთ იქიდან, რომ მოძრაობა თალიბანი ქვეყანაში ხელისუფლებას აკონტროლებს. ამ თვალსაზრისით, თალიბები, რა თქმა უნდა, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენთვის მოკავშირეები არიან", - თქვა პუტინმა.

რადიო თავისუფლების რუსული სამსახური წერს, რომ თალიბანის შეიარაღებულ ბრძოლას აწარმოებს დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოსთან, რომელიც ასევე აკრძალულია რუსეთში. სწორედ ამ უკანასკნელის ავღანურმა ფრთამ, ვილაიეთ ჰორასანმა აიღო პასუხისმგებლობა რუსეთში კორკუს სითი ჰოლის ტერაქტზე, რა დროსაც 144 ადამიანი დაიღუპა. ამავე დროს, რუსეთის ხელისუფლება უკრაინულ "კვალზე" საუბრობს და არაფერს ამბობს რადიკალურ ისლამისტურ დაჯგუფებებზე.

რუსეთის ხელისუფლება თალიბანის ხელისუფლებას დე იურე არ აღიარებს, თუმცა სხვადასხვა ღონისძიებაზე მათი წარმომადგენლები ხშირად სტუმრობენ რუსეთს. ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აპრილში თქვა, რომ მუშაობს საკითხზე, რათა თალიბანს ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსი მოეხსნას.


close დახურვა